დაპატიმრებული რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, შესაძლოა რამდენიმე დღეში მოკვდეს.
18 დღიანი შიმშილობის, ზურგის მწვავე ტკივილისა და ფეხის დაბუჟების შემდეგ კრემლის კრიტიკოსი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ოთხმა ექიმმა, მათ შორის ანასტასია ვასილევა, რომელთანაც "რუსთავი 2-მა" სატელეფონო ინტერვიუ ჩაწერა, წერილობითი განცხადება გააკეთა, სადაც ციხის ოფიციალური პირებისგან ალექსეი ნავალნისთვის სასწრაფო სამედიცინო კონსულტაციის დანიშვნას მოითხოვა. მის ორგანიზმში კალიუმის მაჩვენებელმა სახიფათო ნიშნულს მიაღწია.
ევროკავშირი, შეერთებული შტატები, რუსეთს მოუწოდებენ დაუყოვნებლივ აღმოჩინონ ალექსეი ნავალნის სამედიცინო დახმარება.
წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიციონერის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა რუსეთის მთავრობას დაეკისრება.
ცნობილი რუსი მოჭადრაკის გარი გასპაროვის თქმით, ალექსეი ნავალნი ვლადიმერ პუტინის პირადი მძევალია და ახლა შანსი აქვს მისი წარუმატებელი მკვლელობის მცდელობა საბოლოოდ დაასრულოს წარმატებით.