28 ნოემბერი 2024,   18:42
ვრცლად
ზურაბ ჯაფარიძე იმ ორ კონკრეტულ საკითხს ასახელებს, რომლის არ არსებობის შემთხვევაში შეთანხმების დოკუმენტს ხელს არ მოაწერს

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დაწყებამდე ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ იმედოვნებს დოკუმენტში ახალი ტექსტი იქნება წარმოდგენილი.

ამასთან, ზურაბ ჯაფარიძემ  ის პირობები ჩამოაყალიბა, თუ რა შემთხვევაში არ მოაწერს ხელს დოკუმენტს.

"ზოგადად იმედი მაქვს, რომ ახალი ტექსტი იქნება და იგივე ტექსტი არ იქნება, რაც ბოლო რაუნდზე იყო. რაღაც ალბათობაც არსებობს, რომ იგივე ტექსტი მოიტანონ.

ორი საკითხი იყო - პოლიტპატიმრების, პოლიტიკური დევნის შეწყვეტის, ასევე ხელახალ არჩევნებზე მისასვლელი გზა. თუ რამე ცვლილებები იქნება, ამ ორ პუნქტში უნდა იყოს ცვლილება, რომ ოპოზიცია დათანხმდეს. პირობა, რაც მედიატორებს ვუთხარი ნიკა მელიას გათავისუფლების, პირველ რიგში მისაღები უნდა იყოს თავად მელიასთვის. ეს პუნქტები წინაზე როგორც იყო გაშლილი დოკუმენტში, არ იყო მისაღები. თუ ეს ორი პუნქტი არ იქნება გაწერილი, მაშინ არ მოვაწერ ხელს," - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. 

დღის ამბები