28 ნოემბერი 2024,   18:37
ვრცლად
"საქართველოს ბანკზე" თავდასხმისთვის დაკავებულ ნიკოლოზ წურწუმიას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

ნიკოლოზ წურწუმიას რამდენიმე წუთის წინ ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. "საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში დაკავებულ პირს გამოძიება 144-ე მუხლს ედავება, რაც ორი ან მეტი პირის მძევლად აყვანას გულისხმობს.

პირველ ეტაპზე გამოძიება კიდევ ერთი მუხლით მიმდინარეობდა, რაც იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს, თუმცა იმის გამო, რომ ნიკოლოზ წურწუმიას ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია, ეს მუხლი გამოძიებამ მხედველობაში აღარ მიიღო.

ნიკა წურწუმიას საქართველოს ბანკში გუშინ შეიჭრა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 9-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

 

დღის ამბები