28 ნოემბერი 2024,   18:42
ვრცლად
სააღდგომო პერიოდში ვაქცინაციის პროცესი დროებით შეჩერდება

სააღდგომო არდადეგების გამო, 30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით ვაქცინაცია დროებით შეჩერდება, ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

როგორც NCDC-ში აღნიშნავენ. ფაიზერის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია წარმატებით გაიარა 8000-ზე მეტმა ადამიანმა, რომელთაც ამ ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიღებული აქვს.

ყველა იმ პირისთვის, ვინც მიიღო პფაიზერის ვაქცინის პირველი დოზა, დარეზერვებულია ვაქცინის მეორე დოზა.

ყველფერი კეთდება რეგისტრაციის ტექნიკური სირთულის დასაძლევად! ვაქცინის მეორე დოზა ყველა თქვენგანისთვის დრულად და რეკომენდებული ვადების დაცვით იქნება ხელმისაწვდომი.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გისურვებთ ჯანმრთელობას!

ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალი. 

დღის ამბები