28 ნოემბერი 2024,   18:49
ვრცლად
იმედია ის ნაბიჯი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" ცალმხრივად გადადგა გააზრებულია და მიზნად ისახავს აგრესიული პოლიტიკის დასრულებას -კახაბერ ქემოკლიძე

ქრისტიან დანიელსონის დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელსაც "ქართულმა ოცნებამ" გუშინ ხელი მოაწერა დრეს გიორგი გახარიას ახალი პოლიტიკური გუნდის გამოხმაურება მოჰყვა. საკითხზე პირველი კომენტარისას, ოპოზიციაში გადასული, "ქართული ოცნების" გუნდის ყოფილი წევრები აცხადებენ, რომ მათთვის მისასალმებელია ნებისმიერი ნაბიჯი რაც ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს დაასტაბილურებს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი კახაბერ ქემოკლიძე აცხადებს, რომ ყველა იმ შეთანხმებას ემხრობა, რომელიც საქართველოში არსებულ აგრესიულ პოლიტიკურ ვითარებას დაასრულებს.

"ვემხრობით ყველა იმ შეთანხმებას, რომელიც საქართველოში არსებულ აგრესიულ პოლიტიკურ დაპირისპირებას დაასრულებს. იმედი გვაქს, რომ ის ნაბიჯი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" ცალმხრივად გადადგა არის გააზრებული და მიზნად ისახავს აგრესიული პოლიტიკის დასრულებას, ასევე იმედი გვაქვს, რომ ეს არ ითვალისწინებს შეთანხმების მიუღწევლობისას პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას,"- აღნიშნა კახაბერ ქემოკლიძემ "კურიერთან" საუბრისას.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ კი დღეს "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში შეკრების შემდეგ ცხელი გაზაფხულისთვის მზადება დაანონსდა. ორშაბათს ოპოზიცია საორგანიზაციო შტაბების შემადგენლობას დააკომპლექტებს და ლიდერებს სხვადასხვა რეგიონში გაგზავნის.

მათი ფუნქცია იქნება დაარწმუნონ მოქალაქეები, რომ დედაქალაქში ჩამოვიდნენ და პროტესტი გამოთქვან, მიუხედავად იმისა, რომ დასავლელი პარტნიორები ოპოზიციას კომპრომისისკენ და შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერისკენ მოუწოდებენ

"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა შეხვედრა, რომელიც სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, ცოტა ხნის წინ, დასრულდა. პოლიტიკოსებმა სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

შეხვედრაზე ასევე უნდა განხილულიყო კრისტიან დანიელსონის დოკუმენტი, რომელსაც "ქართულმა ოცნებამ" ხელი გუშინ საჯაროდ მოაწერა.

ხელისუფლების ოპონენტებს მორიგი შეკრება 19 აპრილს ექნებათ. ოპოზიციონერი ლიდერების მთავარი მოთხოვნა ისევ ვადამდელი არჩევნები და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაა, ისინი დოკუმენტში მეტ კონკრეტიკას მოითხოვენ. 

შეგახსენებთ, ხელმოწერილი შეთანხმების დოკუმენტი "ქართულმა ოცნებამ" გუშინ გაასაჯაროვა. ხუთპუნქტიან შეთანხმებაში საკითხები კრისტიან დანიელსონმა გაწერა, - შესაბამისად, "ქართული ოცნება" მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ამჯერად ევროპელ დიპლომატს პასუხობს დესტრუქციული ნაბიჯით.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ძალები დემოკრატიული განვითარების პროცესს ხელს შეგნებულად უშლიან და მათი მიზანია ქვეყანაში კრიზისი გაამძაფრონ.

 

 

 

 

დღის ამბები