28 ნოემბერი 2024,   18:33
ვრცლად
"შევიკრიბოთ და შევცვალოთ"- ოპოზიციის ნაწილი ბათუმის აგრარული ბაზრის მოვაჭრეებს 15 მაისს აქციაზე მისვლას მოუწოდებს 

"შევიკრიბოთ და შევცვალოთ"- ამ მოწოდებით გაერთიანებული ოპოზიცია აჭარაში მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს. ისინი მოქალაქეებს 15 მაისს, დედაქალაქში დაანონსებულ აქციაზე წასვლისკენ მოუწოდებენ.

ოპოზიცია ამ წუთებში ბათუმის აგრარულ ბაზარში მოვაჭრეებს ხვდება, მოქალაქეთა ნაწილი ოპოზიციის აზრს იზიარებს ნაწილი კი აქციაზე წასვლას არ აპირებს. დღის განმავლობაში დაგეგმილია შეხვედრები კიდევ ორ ლოკაციაზე.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელთა თმით, 15 მაისს, პარლამენტის შენობასთან მთელი საქართველო შეიკრიბება, რათა ქვეყანა ჩიხიდან გამოვიდეს.

დღის ამბები