28 ნოემბერი 2024,   18:47
ვრცლად
რუსთაველის თეატრთან ნინუცა მაყაშვილის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს

"სისტემური ცვლილებების დროა" - ამ ლოზუნგით რუსთაველის თეატრთან დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი "გილდია" მსახიობ ნინუცა მაყაშვილის მხარდამჭერ აქციას მართავს. 

ადგილზე იმყოფება ფონდის ”ევროპელი ქალები საერთო მომავლისთვის” საქართველოს ოფისის კოორდინატორი, იდა ბახტურიძე, რომელიც ამბობს, რომ ბესი ზანგურის მიმართ პროფესიული საქმიანობის შეჩერება ვერ იძლევა გარანტიას, რომ ამ თეატრში არ გაგრძელდება შემწყნარებლობა ძალადობის მიმართ.  

"პრობლემა ის არის, რომ შეჩერება პროფესიული საქმიანობის ბესო ზანგურის მიმართ ვერ იძლევა გარანტიას, რომ ამ თეატრში არ გაგრძელდება შემწყნარებლობა ძალადობის მიმართ. იმიტომ რომ მისი სამხატვრო ხელმძღვანელი საჯარო განცხადებები სხვა რამეს ამბობს. უბრალოდ მისი გადაწყვეტილება, რომ დროებით შეჩერდეს კონკრეტული ძალადობაში ბრალდებული მსახიობის პროფესიული საქმიანობა, ემთხვევა მინისტრის განცხადებას,“ - ამბობს იდა ბახტურიძე. 

აქცისი მონაწილეები გმობენ ძალადობას და შესაბამისი უწყებების მხრიდან ფაქტზე დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვენ.

"საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გადადგას ნაბიჯები, იზრუნოს სამართლებრივ დოკუმენტებსა და სსიპ თეატრების შინაგანაწესებში, დისკრიმინაციის, სექსუალური შევიწროვებისა და ძალადობის შესახებ, ნორმების დეტალურად გაწერასა და გამკაცრებაზე. 

ადეკვატური პასუხი გასცეს რუსთაველის თეატრის მენეჯმენტის მხრიდან ძალადობის წახალისებისა და სხვა მრავალი დარღვევის ფაქტებს.

მოამზადოს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიზანი იქნება სახელმწიფო თეატრების მართვის არსებული მოდელის რეფორმა, სამხატვრო ხელმძღვანელის შემოქმედებითი, მენეჯერული და ფინანსური უფლებამოსილებების განაწილება, აგრეთვე, სამხატვრო ხელმძღვანელის შიდა მაკონტროლებელი ორგანოს შექმნა და სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობის, დემოკრატიული წესით, არჩევითად გარდაქმნა.

მოვუწოდებთ, სახალხო დამცველს, Ombudsman-ს, შეისწავლოს რობერტ სტურუას მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება." - წერია აქციის მონაწილეების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დღის ამბები