NATO მოუწოდებს რუსეთს, შავ ზღვასა და ქერჩის სრუტეში ნავიგაციის თავისუფლება უზრუნველყოს.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ შავ ზღვაში და ქერჩის სრუტეში ნავიგაციის შეზღუდვა გაუმართლებელი ნაბიჯი იქნება, რაც რუსეთის დესტაბილიზაციური ქცევის ნაწილს წარმოადგენს.