28 ნოემბერი 2024,   18:49
ვრცლად
გიორგი გახარიას და ამ ადამიანების ნაბიჯი ჩემთვის გასაგები არ არის - ირაკლი ქადაგიშვილი

"ქართული ოცნების" წევრისთვის, ირაკლი ქადაგიშვილისთვის, გიორგი გახარიას და მისი თანამოაზრეების ნაბიჯი "ქართული ოცნების" დატოვების შესახებ, გასაგები არ არის.

ქადაგიშვილი მიიჩნევს, რომ იმ დეპუტატების მოტივაცია, რომლებიც "ოცნებიდან" გიორგი გახარიას გუნდში გადავიდნენ, არის არა პოლიტიკური, არამედ პიროვნული. 

"ამ ექვსი ადამიანის პიროვნული დამოკიდებულება და პიროვნული ბმა გიორგი გახარიასთან ჩემთვის გასაგებია, მაგრამ პოლიტიკურად, თავად გიორგი გახარიას ნაბიჯი და შემდეგ ამ ადამიანების ნაბიჯიც, ჩემთვის არ არის გასაგები, ნათელი და მთლად სწორად აღქმული. იმიტომ, რომ მეტად მნიშვნელოვანი უნდა იყოს ის პოლიტიკური მდგენელები, რის გამოც გადადგი შენ ეს ნაბიჯი.

ჯერჯერობით, პოლიტიკური მოტივაცია ნაკლებადაა, უფრო მეტადაა ის პიროვნული დამოკიდებულება, რაც თითოეულ ამ ადამიანს ბატონ გიორგი გახარიასთან აკავშირებს,"-აცხადებს ქადაგიშვილი. 

დღის ამბები