28 ნოემბერი 2024,   18:52
ვრცლად
ბოდიშის მოხდა ცუდს არაფერს ნიშნავს, თუ იქნება ბოდიში მოსახდელი აუცილებლად მოვიხდით - გიორგი ხოჯევანიშვილი

პარლამენტის წევრმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, რომელმაც დღეს "ქართული ოცნება" დატოვა, "ღამის კურიერის" ეთერში გიორგი გახარიაზე ისაუბრა. 

რატომ მოიხადა ყოფილმა პრემიერმა 20 ივნისის მოვლენების შემდეგ ბოდიში, ამაზე ხოჯევანიშვილი აცხადებს, რომ ის ადამიანები, ვინც დღეს უმრავლესობას გამოეყვნენ, ისევე როგორც გიორგი გახარია, აბსოლუტურად აცნობიერებენ ყველა იმ პროცესებს, რომელიც მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოხდა. თუმცა, "ქართული ოცნების" ყოფილი თანაგუნდელი იმასაც ამბობს, რომ ამ ყველაფრის გააზრება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ბევრი ბოდიშია მოსახდელი. 

"ბოდიშის მოხდა თავისი შინაარსით ცუდს არაფერს ნიშნავს, ამიტომ, თუ იქნება ბოდიში მოსახდელი, აუცილებლად მოვიხდით. რაც შეეხება 20 ივნისს, არ შეიძლება ამ საკითხით სპეკულირება"- აცხადებს ხოჯევანიშვილი

შეგახსენებთ, გიორგი ხოჯევანიშვილმა დღეს "ქართული ოცნება" დატოვა და ყოფილი პრემიერის გუნდს შეუერთდა. 

დღის ამბები