28 ნოემბერი 2024,   18:35
ვრცლად
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები ღამეს ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გაათევენ​, დილით კი მსვლელობით გუმათისკენ გაემართებიან

რიონის ხეობაში, სადაც ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები მთელი საქართველოს მასშტაბით აპირებენ მომხრეების მობილიზებას, ვითარება პერიოდულად იძაბება.

იმერეთში რკინის კედელია აღმართული, ამიტომ აქტივისტები დღევანდელ ღამეს ქუთაისში გაათენებენ.

როგორც აქციის ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, მონაწილეები ღამეს ცენტრალურ მოედანზე გაათენებენ. მისი თქმით, საორგანიზაციო დეტალები საპატრულო პოლიციასთან უკვე შეათანხმეს. გოლეთიანმა აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

აქციის მონაწილეები ხვალ, 08:00 საათზე, მსვლელობით კვლავ გუმათისკენ გაემართებიან.

დღის ამბები