28 ნოემბერი 2024,   18:47
ვრცლად
რუსთაველის თეატრმა ბესო ზანგურის მონაწილეობით სპექტაკლი მოხსნა - "რუსთავი 2-ის" ეთერში მოყოლილ ძალადობის ამბავს სოლიდარობის ტალღა მოჰყვა

მას შემდეგ, რაც რუსთაველის თეატრის მსახიობი ბესო ზანგური ყოფილმა ცოლმა ძალადობაში დაადანაშაულა, თეატრის ადმინისტრაციამ სპექტაკლ "იულიუს კეისრის" შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. სპექტაკლში ზანგური ბრუტუსის როლს ასრულებდა.

თეატრის ადმინისტრაციაში დღეს იმასაც აცხადებდნენ, რომ თუ ზანგურის ყოფილი ცოლი, ნინუცა მაყაშვილი საგამოძიებო ორგანოებს მიმართავდა და საქმეს მსვლელობა მიეცემოდა, გამოძიების დასრულებამდე ბესო ზანგურს ხელშეკრულებას შეუჩერებდნენ. 

ნინუცა მაყაშვილის შემდეგ, რომელიც 11 წელი მალავდა მასზე განხორციელებულ ფიზიკურ ანგარიშსწორებას, გამოჩნდა სხვა ქალიც, რომელიც მსახიობ ბესო ზანგურს ძალადობაში სდებს ბრალს.

დღის ამბები