28 ნოემბერი 2024,   18:51
ვრცლად
90-ს მინუს 6 - "ქართულ ოცნებას" პარლამენტში 84 დეპუტატი დარჩა - რა განცხადებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში გიორგი გახარიას ასპარეზზე დაბრუნებას

გახარიას გუნდი უმრავლესობას ტოვებს - 90 დეპუტატს 6 გამოაკლდა. "ქართულ ოცნებას" პარლამენტში 84 დეპუტატი დარჩა, უმრავლესობას კი მინიმუმ 76 მანდატი სჭირდება.

"ქართული ოცნება" გახარიას გუნდს არათანმიმდევრულობაში ადანაშაულებს, ოპოზიციისთვის კი ყოფილი პრემიერმინისტრის ახალი პოლიტიკური გუნდი, ასევე ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ალტერნატიული გუნდია.

გახარიას თანაგუნდელების გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციისთვის. ისინი ეჭვობენ, რომ გიორგი გახარია ვერ დისტანცირდება ვერც "ქართული ოცნების" პოლიტიკური გუნდიდან და ვერც ბიძინა ივანიშვილისგან, შესაბამისად, მიაჩნიათ, რომ პარლამენტში ფსევდოოპოზიცია შეიქმნება.

დღის ამბები