28 ნოემბერი 2024,   18:52
ვრცლად
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციაზე 10 პირია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამართულ აქციაზე პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის 10 პირია დააკავეს. ამის შესახებ "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

მათივე ცნობით, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არიან დაკავებულები, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია ორგანიზაცია "მოძრაობა საქართველოსთვის" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა გამართეს. ისინი "ქართულ ოცნების" ოფისთან ერთ-ერთი აქტივისტის დაკავებასა და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას აპროტესტებდნენ.

დღის ამბები