28 ნოემბერი 2024,   18:51
ვრცლად
ჩვენ ვდგავართ მესამე ტალღის მისადგომებთან, თუ საფრთხეს გავიაზრებთ ჯერ კიდევ გვაქვს შანსი შევაჩეროთ - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყანა მესამე ტალღის მისადგომებთან, საწყის ფაზაზე დგას. თუმცა, მისივე თქმით, ჯერ კიდევ არსებობს შანსი, რომ თავიდან ავირიდოთ კორონავირუსის მესამე ტალღა.

"ჩვენ ვდგავართ მესამე ტალღის მისადგომებთან, მესამე ტალღის საწყის ფაზაზე. ჯერ ჩვენთან სრულმასშტაბიანი მესამე ტალღა არ არის. თუ გავიაზრებთ იმ საფრთხეს, რომელსაც მესამე ტალღა უქმნის მთელ მსოფლიოს და საქართველოს, მის ეკონომიკას, ჯანდაცვის სექტორს, მთლიანად მოსახლეობის კეთილდღეობას, ის ხელს შეუშლის ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას. თუ გამოვიჩენთ ნებისყოფას, გადავდგამთ რადიკალურ პრევენციულ ზომებს, ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, შევაჩეროთ და თავიდან ავიცილოთ მესამე ტალღა," - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

დღის ამბები