28 ნოემბერი 2024,   18:34
ვრცლად
რუსთაველის თეატრმა 17 აპრილს დანიშნული სპექტაკლი მოხსნა, რომელშიც ბესო ზანგური ბრუტუსს თამაშობდა
რუსთაველის თეატრმა 17 აპრილს დანიშნული, რობერტ სტურუას სპექტაკლი "იულიუს კეისარი" მოხსნა, რომელშიც ძალადობაში მხილებული ბესო ზანგური ბრუტუსის როლს თამაშობდა.
 
შექმნილი მდგომარეობის შესახებ რუსთაველის თეატრის ადმინისტრაცია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ მაყურებელს შეუძლია, სპექტაკლზე დასასწრები ბილეთები უკან დააბრუნოს.
 
"რუსთაველის ეროვნული თეატრი გმობს ძალადობას და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას და ხსნის 17 აპრილს დანიშნულ სპექტაკლს "იულიუს კეისარი"".
ბილეთები შეგიძლიათ დააბრუნოთ თეატრის სალაროში, ხოლო საიტზე www.biletebi.ge შეძენილი ბილეთების თანხა დაგიბრუნდებათ ანგარიშზე,"- წერია თეატრის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.
დღის ამბები