28 ნოემბერი 2024,   18:50
ვრცლად
ბავშვთა ორგანიზმში ტყვიის შემცველობის დონის დადგენის მიზნით, გურჯაანის "ჯეო ჰოსპიტალსში" კვლევები დაიწყო

ბავშვთა ორგანიზმში ტყვიის შემცველობის დონის დადგენის მიზნით, გურჯაანის "ჯეო ჰოსპიტალსში" კვლევები დაიწყო. პროგრამის მიზანია, ტყვიის დონის მატების დროული გამოვლენა, შემთხვევების ეფექტური მართვა და ტყვიის დამაზიანებელი ზემოქმედების დროულად თავიდან აცილება.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სამედიცინო მომსახურება გაეწევათ 7 წლამდე ასაკის ბავშვებს, რომელთაც სათანადო სამედიცინო ჩვენება აქვთ.

ტყვიის შემცველობის განსაზღვრა მნიშვნელოვანია იმ ბავშვებისთვის, ვისაც რკინადეფიციტური ანემია აქვს და აღენიშნება განვითარების, მეტყველების და სწავლის უნარების შეფერხება. რაც შეეხება მის წყაროებს, ტყვია გვხდება საღებავში, რომლებსაც საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის იყენებენ, ჰაერში, ნიადაგსა და რიგ შემთხვევაში სათამაშოებში, საკვებსა და ნიადაგშიც.

დღის ამბები