28 ნოემბერი 2024,   18:41
ვრცლად
"მე აღარ ვაპირებ,მასთან ერთად სცენაზე დგომას!" - მსახიობი თამთა ინაშვილი პროტესტის ნიშნად ბესო ზანგურთან პარტნიორობაზე უარს ამბობს

მსახიობი თამთა ინაშვილი ნინუცა მაყაშვილს სოლიდარობას უცხადებს და ამბობს, რომ სპექტაკლში მის ყოფილ ქმართან, ბესო ზანგურთან ერთად აღარ ითამაშებს. 

"სოლიდარობა ჩემს ერთგულ, ნამდვილ, მართალ მეგობარს ნინუცა მაყაშვილს, მე შენ გვერდით ვარ!

ვიღაც-ვიღაცები ცდილობენ მისი სიმართლის უგულებელყოფას...

”სადღაც ცისარტყელას მიღმა” - არსებობს ასეთი სპექტაკლი, სადაც ერთმანეთს პარტნიორობას ვუწევთ მე და ბესო ზანგური. პროტესტის ნიშნად, მე აღარ ვაპირებ,მასთან ერთად სცენაზე დგომას!!" - წერს თამთა ინაშვილი. 

გადაცემა “ფარულ კონვერტში” ნინუცა მაყაშვილმა განაცხადა, რომ ის ძალადობის მსხვერპლი იყო. მასზე მეუღლე, ბესო ზანგური ფიზიკურად ძალადობდა, მათ შორის – ორსულობის დროსაც. ნინუცა მაყაშვილის თქმით, სწორედ ოჯახური ძალადობა გახდა წყვილის განქორწინების მიზეზი.

დღის ამბები