28 ნოემბერი 2024,   18:31
ვრცლად
დმანისის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

დმანისის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილეს განზრახ უკანონო დაკავების, მძიმე დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 8 აპრილს, ბრალდებულმა შ.ზ.-მ ლ.ტ. თავისი სამსახურებრივი ავტომანქანით მარნეულიდან დმანისში ჩაიყვანა, რის შემდეგაც მას უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა გადასცა, რითაც საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაყალბება და მტკიცებულებების ფალსიფიკაცია მოახდინა. აღნიშნულის შემდეგ, შ.ზ.-ს მიერ ფალსიფიცირებული მტკიცებულებების საფუძველზე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარების ბრალდებით ლ.ტ. დააკავეს.

ბრალდებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე მუხლის პირველი ნაწილით, 3691-ე მუხლის მესამე ნაწილით, 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით და ამავე კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით წარედგინა და სასჯელის სახით 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები