ბრიტანული შტამი და ჩინური ვაქცინა საქართველოში. რომელი ჩინური ვაქცინა იყიდა საქართველომ - "სინოფარმი" თუ "სინოვაკი" და რომელი ვაქცინაა არასაკმარისად ეფექტური.
ეს კითხვა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც თავად ჩინეთმა აღიარა, რომ მათ მიერ წარმოებული პრეპარატი საკმარისად ეფექტური არ არის, თუმცა ეს ეხება სინოვაკს, რომლის 100 დოზა საქართველომ ჩინეთისგან საჩუქრად მიიღო.
ის კი, რაშიც ფულია გადახდილი, "სინოფარმია", რომლის ვაქცინის ეფექტიანობა 79-86%-ის ფარგლებში მერყეობს.
ორივე ჩინური ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას აპრილში ელოდება.