28 ნოემბერი 2024,   18:49
ვრცლად
დიალოგის ახალი შანსი - პროცესში, შესაძლოა, სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩაერთონ

თითქმის 2 კვირიანი პაუზის შემდეგ მსჯელობის საგანი ისევ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის გაგრძელების პერსპექტივაა. სახელისუფლებო გუნდში დიალოგის პოზიტიურად დასრულებისთვის მზაობას გამოთქვამენ და ამბობენ, რომ პროცესის მიმართ დამოკიდებულება ოპოზიციამ უნდა შეცვალოს.

ჯერჯერობით ისევ უცნობია მხარეებს შორის მედიაციას ისევ ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი უხელმძღვანელებს თუ არა. თვის ბოლოს შესაძლოა, საქართველოში სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოვიდნენ. 

ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება, ასევე რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა - ამ საკითხების გაუთვალისწინებლობის გარეშე ოპოზიციის ნაწილი შეთანხმებას კვლავ არ ვარაუდობს; მმართველი პარტია კი ოპონენტებს ხელისუფლების მიერ წარდგენილ კომპრომისზე დაფიქრებას ურჩევს.

როდის შედგება მედიაციის მესამე ეტაპი, უცნობია. ოფიციალურ შეხვედრამდე ევროკავშირის და აშშ-ის ელჩები პოლიტიკურ ძალებს ინდივიდუალურ რეჟიმში უკვე შეხვდნენ, მათ შორის "ქართულ ოცნებას", "ლელოსა" და "სტრატეგია აღმაშენებელს".

დღის ამბები