28 ნოემბერი 2024,   18:45
ვრცლად
"სოლიდარობა უკრაინას"- ბათუმში უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

"სოლიდარობა უკრაინას"- ბათუმში უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა, ევროპის მოედანზე შეკრებილებმა რუსეთის აგრესია დაგმეს.

აქციაზე თქვეს, რომ ქართველ და უკრაინელ ხალხს საერთო ინტერესები აქვთ, მათ შორის ევროატლანტიკური ორიენტაცია, ამ გზაზე კი ერთადერთი დაბრკოლება მხოლოდ რუსული აგრესიაა.

აქციის მონაწილეებმა უკრაინის ჰიმნი ჩართეს და უკრაინის დროშის ფერებში სახეები მოიხატეს. აქცია პოლიტიკური მოძრაობა "გირჩის" და მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით გაიმართა.

დღის ამბები