28 ნოემბერი 2024,   18:45
ვრცლად
ნამახვანჰესის აქციის მონაწილეები საავტომობილო საპროტესტო მსვლელობას გეგმავენ

მორიგი დაპირისპირება ნამახვანჰესში - აქციის მონაწილეების განცხადებით, პოლიციასთან დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.

აქციის მონაწილეები გუმათში დაბრუნდნენ - ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველთა დიდი რაოდენობა.

ნამახვანჰესის აქციის მონაწილეებმა  საავტომობილო საპროტესტო მსვლელობა დააანონსეს.

ხმაურის და დაპირისპირების შემდეგ, რა დროსაც მათ გადაკეტილ ტერიტორიაზე შესვლა სცადეს, მსვლელობა გაიმართა "ენკას" ოფისისკენ. განცხადებების შემდეგ კი აქციამ ისევ სოფელში გადაინაცვლა.

ინციდენტი 2 საათის წინ მოხდა. მათ დაკეტილ ტერიტორიაზე შესვლის უფლება პოლიციამ არ მისცა, რასაც სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს ნამახვანჰესთან დაკავშირებული პროტესტის პარალელურად, სადაც აღნიშნავს, რომ "არ დაუშვებს რიონის ხეობაში პროტესტის ძალადობრივი სცენარის განვითარებას" და "მკაცრ რეაგირებას მოახდენს სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე".

აქციის მონაწილე ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ მათი მოთხოვნა სამართლიანია, მისივე თქმით, პოლიციაზე ძალადობის მცდელობა არავის ჰქონია და ტერიტორიაზე ხელებაწეულები ცდილობდნენ შესვლას.

დღის ამბები