28 ნოემბერი 2024,   18:42
ვრცლად
"ლიბერთი ბანკი" სახელმწიფოს დასტურით პენსიონერებს ძარცვავს" - ალეკო ელისაშვილი

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი განიხილავს პარტია "მოქალაქეების" ინიციატივას, რომელიც პენსიონერთა სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებას გულისხმობს.

"ჩვენ გვაქვს განცდა, რომ სახელმწიფომ პენსიონერების ძარცვის უფლება მიანიჭა ექსკლუზიურად "ლიბერთი ბანკს", ყოველგვარი კონკურენციის გარეშე. ასე უბრალოდ აჩუქა. პასუხისმგებელი პირებისგან პასუხები გვაინტერესებდა და დღეს შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ "ლიბერთი ბანკი" სახელმწიფოს დასტურით პენსიონერებს ძარცვავს," - განაცხადა პარტია ”მოქალაქეების” თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა. 

დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაურის განცხადებით კი სახელმწიფომ რომ ნებისმიერ ბანკს ხელშეკრულებში ჩაუდოს საპროცენტო განაკვეთი, გამოიწვევს იმას, რომ ბანკისთვის გადასახდელი იქნება კომპენსაცია. 

"ის, რომ ჩვენ რაიმე ვალდებულება ჩავუდოთ ხელშეკრულებაში ნებისმიერ ბანკს, რომ საპროცენტო განაკვეთი არ სცდებოდეს რაღაც ზღვარს, ეს რ თქმა უნდა, გამოიწვევს იმას, რომ ბანკის კუთხით გვექნება გადასახდელი კომპენსაცია. დღესდღეობით სახელმწიფო არ ხარჯავს თანხას პენსიების დარიგებაზე, ეს არის აღნიშნულ ხელშეკრულებაში ასახული. ეს კომპლექსური და მასშტაბური საკითხია," - აცხადებს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური.

"ლიბერთი ბანკის" გენერალური დირექტორის, ვასილ ხოდელის განცხადებით, "ლიბერთი ბანკში", მცირე სესხებზე უფროსი თაობის მომხმარებლისთვის სესხის ნომინალური საპროცენტო განაკვეთი 24-27%-ის ფარგლებშია, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კი 30.65% -ია.

დღის ამბები