28 ნოემბერი 2024,   18:42
ვრცლად
პენსიონერებზე ზრუნვა ის საკითხია, რის ირგვლივაც ყველა, მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა, უნდა გაერთიანდეს - ირაკლი კოვზანაძე

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ საკომიტეტო მოსმენაზე,  სადაც პენსიონერების სესხზე მაღალ საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს, განაცხადა, რომ პენსიონერებისთვის სესხზე საპროცენტო განაკვეთი და მათ შორის ვალის ტვირთი მაღალია. მისივე განცხადებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ 800 000-მდე პენსიონერს ყოფითი მდგომარეობა შეუმსუბუქდეს.

"პენსიების მატება ეტაპობრივად ხდება. წელსაც, მიუხედავად რთული ეკონომიკური ფონისა, პენსიები გაიზარდა და ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება, ვინაიდან ინდექსაციის კანონის მიხედვით, ყოველწლიურად მოხდება პენსიების მატება ინფლაციის გათვალისწინებით, მინიმუმ 20 ლარის ოდენობით.

მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ფაქტია, რომ ფასების ზრდა მედიკამენტებზე და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე უფრო მაღალია, ვიდრე სამომხმარებლო ფასების ინდექსი, ინფლაციის ოფიციალური მაჩვენებელი. ამ ფონს იმ პენსიონერებისთვის, ვისაც სესხი სჭირდება, ამძიმებს სესხზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი“- აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ და ხაზი გაუსვა, პრობლემა ეტაპობრივად უნდა მოგვარდეს.

"გასაგებია, რომ ეს ადვილი საქმე არაა, ერთი მხრივ, არიან პენსიონერები, მეორე მხარეს კი არ უნდა დაგვავიწყდეს ფინანსური სისტემის სტაბილურობა და მდგრადობა. სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით უნდა ინახოს გამოსავალი. ამავე დროს არ უნდა გავაღვივოთ ანტისაბანკო განწყობები, რომელიმე კონკრეტული ბანკის თუ მთლიანად საბანკო სისტემის მიმართ, როცა ქვეყანაში პანდემია და ეკონომიკური კრიზისი გვაქვს, მაშინ როდესაც საბანკო სექტორი მთლიანობაში ინარჩუნებს მდგრადობას და მომავალში ეკონომიკური წინსვლის ერთ-ერთი საფუძველი გახლავთ," - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

დღის ამბები