28 ნოემბერი 2024,   18:34
ვრცლად
შეხვედრებზე კრისტიან დანიელსონის შემოთავაზებული დოკუმენტი განვიხილეთ - კარლ ჰარცელი

ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის ინფორმაციით, "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრისას კრისტიან დანიელსონის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტი განიხილეს.

კარლ ჰარცელმა დამატებითი დეტალების გასაჯაროვებისგან თავი შეიკავა. 

"არსებული ვითარება განვიხილეთ, ჩვენი მიზანია, დოკუმენტის ირგვლივ იყოს შეთანხმება,"-აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩები ჯერ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს შეხვდნენ, ხოლო შემდეგ "ლელოს" ლიდერებთან გამართეს შეხვედრა. 

დღის ამბები