28 ნოემბერი 2024,   18:48
ვრცლად
რა სცენარით განვითარდება ვითარება აღმოსავლეთ უკრაინაში - სეპარატისტული რეჟიმის ლიდერს რუსეთის დახმარების იმედი აქვს

ვითარება აღმოსავლეთ უკრაინაში კვლავ დაძაბულია. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, ევროკავშირის ქვეყნების მოწოდების მიუხედავად, რუსეთი ესკალაციის მცდელობებს აგრძელებს და უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე მძიმე სამხედრო ტექნიკა შეჰყავს.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას კიდევ ერთი უკრაინელი ჯარისკაცი ემსხვერპლა, ერთი კი მძიმედ დაიჭრა.

უკრაინული მედია ქვეყნის სპეცსამსახურებზე დაყრდნობით, სეპარატისტული რეჟიმის ლიდერის დენის პუშილინის გეგმებს ასაჯაროებს. ერთი ვერსიით, დონბასის სეპარატისტული ძალების ლიდერი უკრაინის ტერიტორიის რუსეთის შემადგელობაში შეყვანას გეგმავს და ამის თხოვნით ვლადიმერ პუტინისთვის მიმართვას ამზადებს; მეორე ვერსიით, პუშილინი ოკუპირებული დონბასის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცნობას მოითხოვს; მესამე ვერსია კი რეგიონში ახალი ომის მიზეზი იქნება.

უკრაინული მედიის ცნობით, სეპარატისტული ძალების ლიდერს უკრაინასთან ომში, რუსეთის დახმარების იმედი აქვს.

 

დღის ამბები