პოლიციამ ქუთაისში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა.
ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, სამართალდამცველებმა სხვადასხვა სახის, სავარაუდოდ ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს.
გამოძიება 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს.