არაბთა გაერთიანებულ საამიროს პირველი ასტრონავტი ქალი ყავს.
ნურა ალ-მატრუში ერთ-ერთია იმ ორი ასტრონავტიდან, რომელიც 4 000 კანდიდატიდან შეირჩა. ამის შესახებ ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა და ვიცე-პრემიერმა მუჰამედ ბენ რაშიდმა "ტვიტერზე" დაწერა.
"დღეს საზოგადოებამ დაუვიწყარი წუთები მაჩუქა. მე ბევრს ვიმუშავებ ისტორიული მომენტების დასაწერად, რომელიც დიდხანს დარჩება ჩვენი ხალხის ისტორიაში" - დაწერა თავად პირველმა არაბმა ქალმა ასტონავტმა სოციალურ ქსელში "ტვიტერზე".
ნურა ალ-მატრუში 28 წლის არის. პირველი არაბი ქალი ასტრონავტი NASA-ს პროგრამებით გაიწვრთნება.