კარიბის სენტ-ვინსენტის კუნძულზე ვულკანის კიდევ ერთი ამოფრქვევის შედეგად კუნძულზე ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება შეწყდა - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ვულკანი ლა-სუფრიერი პირველად პარასკევს ამოიფრქვა, რა დროსაც 16 000 ადამიანის ევაუკაცია განხორციელდა.
მეცნიერების პროგნოზით, ვულკანის ამოფრქვევა შესაძლოა რამდენიმე დღე, ან რამდენიმე კვირის განმავლობაშიც გაგრძელდეს.
კვირას, სენტ-ვინსენტის საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანიზაცია ნემო-მ საკუთარ Twitter-ზე დაწერა, რომ ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი ფერფლით არის დაფარული და კონტროლს არ ექვემდებარება.