28 ნოემბერი 2024,   18:32
ვრცლად
"უზარმაზარი სიცარიელე" - დედოფალი ელისაბედი მეუღლის გარდაცვალების შესახებ

დედოფალი ელისაბედი მეუღლის, პრინცი ფილიპის გარდაცვალებას "მის ცხოვრებაში დატოვებულ უზარმაზარ სიცარიელედ" აფასებს. 

ამის შესახებ პრინცმა ენდრიუმ, ელისაბედისა და ფილიპის მესამე შვილმა, დღევანდელ გამოსვლაში ისაუბრა, თავად კი 99 წლის მამის გარდაცვალება "ერის ბაბუის" დაკარგვად შეაფასა.

იორკის ჰერცოგის თქმით, დედოფალი, როგორც მოსალოდნელი იყო, ძლიერი პიროვნებაა, თუმცა ოჯახის წევრები ასეთ დროს მის გასამხნევებლად მუდმივად ელისაბედის გვერდით არიან. 

დღის ამბები