28 ნოემბერი 2024,   18:44
ვრცლად
პატრიარქს დაცვა არ სჭირდება, თუ ცდილობენ რომ ამით ქულები დააგროვონ, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ - მიტროპოლიტი ნიკოლოზი

ახალქალაქის კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) დღეს უცნობის ორგანიზებით გამართული შეკრების შესახებ საუბრობს, სადაც პატრიარქის მხარდამჭერი გზავნილებიც გაჟღერდა.

 "თუ სახელებს სწორად დავარქმევთ მოვლენებს, მთავარი არის სახელის დარქმევა. მაშინ გაცხადდება თავისი შინაარსი. ესე იგი, პატრიარქს დაცვა არ სჭირდება. აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ადამიანების ჯგუფმა გამოხატა პატრიარქის მიმართ თავისი დამოკიდებულება და ძალიან კარგი თუ გამოხატა. მაგრამ, თუ ამ ადამიანებს პოლიტიკური მიზნები აქვთ, ეს მათი საქმეა. და თუ ესენი ცდილობენ, რომ პატრიარქისადმი მათი დამოკიდებულებით ქულები დააგროვონ, ამაშიც მე ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ. მაგრამ პოლიტიკა არის პოლიტიკა და ჩვენ ეკლესიის წარმომადგენლები, სასულიერო პირები მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ პოლიტიკური შეფასებებისგან თავი შევიკავოთ. ამიტომ, მე პოლიტიკურ შეფასებას ვერ გავაკეთებ და პატრიარქის მიმართ კეთილი სიტყვების გამოთქმას მივესალმები ყოველთვის... ნებისმიერი შეკრება დღეს აუცილებლად პოლიტიკური აქტივობაა, სხვანაირად უბრალოდ ამას გვერდს ვერ აუვლი და, გადაწყვიტეს და თავის საქმე თვითონ იცის ამ ხალხმა, მთავარია, ხალხი როგორ ენდობა მათ," - ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

 

დღის ამბები