28 ნოემბერი 2024,   18:36
ვრცლად
არაფერი წვიმაში არ დარჩენილა სოსანა, ეს იყო პოლიტიკური აქცია, სპექტაკლი - მიტროპოლიტი ნიკოლოზი

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩაუაშვილი) "ღამის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ დედა სოსანასთან დაკავშირებული ამბები გაზვიადებულია და ეს იყო სპექტაკლი.

"ნუ ამძაფრებთ, არაფერი წვიმაში არ დარჩენილა სოსანა, უამრავი სასტუმრო და ოჯახია. ეს არ იყო მეუფე სტეფანეს გადაწყვეტილება, სტეფანემ ეს მაშინ გამოუცხადა, როდესაც გადაადგილება თავისუფლად შეეძლოთ.

ეს იყო პოლიტიკური აქცია, ღამე კარზე კაკუნი. ნახეთ ის კადრები, ოპერატორმა შემთხვევით გაატრიალა კამერა და იქ იდგა ხალხი. ეს იყო სპექტაკლი,"-აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

დღის ამბები