28 ნოემბერი 2024,   18:35
ვრცლად
ბათუმში ქალი ცივი იარაღით დაჭრეს

ბათუმში შუახნის ქალი ცივი იარაღით დაჭრეს. მას ჭრილობა ზურგის არეში აქვს მიყენებული, ქალი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს და მედიკოსებიც ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება.

უცნობია ვინ და რა მოტივით მიაყენა შუახნის ქალს დაზიანება. მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"რუსთავი 2" დეტალებს არკვევს. 

დღის ამბები