28 ნოემბერი 2024,   18:33
ვრცლად
ამირან გამყრელიძის თქმით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან შეხვედრა იგეგმება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ  საკოორდინაციო საბჭოს წევრების სხდომის შემდეგ აღდგომის დღესასწაულზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან შეხვედრა გაიმართება.

"ეპიდსიტუაცია არასახარბიელოა, თუმცა მართვადი. იქნება შეხვედრა საპატრიარქოსთან, რომ აღდგომის დღესასწაულმა ჩაიაროს ისე, როგორც ჩვენ გვეკადრება და მოსახლეობას სჭირდება,"-აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

საკოორდინაციო საბჭომ განიხილა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, რომელიც მთელ მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოშიც, უარესდება.

დღის ამბები