28 ნოემბერი 2024,   18:41
ვრცლად
მივიღეთ გადაწყვეტილება, AstraZeneca-თი ვაქცინაცია გაგრძელდეს ყველა ჯგუფში,  მხოლოდ 55 წლის ზემოთ პირებში - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, AstraZeneca-თი ვაქცინაცია 55 წლის ზემოთ პირებში გაგრძელდება. ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროპის წამლის სააგენტოს განცხადებით, AstraZeneca-თი ვაქცინაციისას რისკები არც ერთ შემთხვევაში არ აღემატება სარგებელს.

თამარ გაბუნია ასევე აღნიშნავს, რომ მათ გარკვეულ თრომბოზულ გართულებებსა და AstraZeneca-ს ვაქცინას შორის შესაძლო კავშირზე საუბარი დაიწყეს.

"რაც შეეხება იმას, თუ რამდენად უსაფრთხოა AstraZeneca - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ევროპის წამლის სააგენტო დაბეჯითებით აცხადებს, რომ რისკები არც ერთ შემთხვევაში არ აღემატება სარგებელს ამ ვაქცინებთან დაკავშირებით, თუმცა, გარკვეული შესაძლო კავშირი ახალგაზრდა ასაკში შედარებით, თრომბოზულ გართულებებსა და AstraZeneca-ს ვაქცინას შორის შესაძლო კავშირზე საუბარი დაიწყეს, თუმცა ჯერჯერობით მაინც მიდის საბოლოო დადასტურებისთვის მოკვლევები. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ AstraZeneca-თი ვაქცინაცია ყველა ჯგუფში გაგრძელდეს მხოლოდ 55 წლის ზემოთ პირებში," - განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

დღის ამბები