28 ნოემბერი 2024,   18:36
ვრცლად
ვერ მივიღებდი ამ მიწვევას - რატომ არ დაესწრო ორბელიანების სასახლეში გამართულ ღონისძიებას სალომე სამადაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ ის საქართველოს პრეზიდენტის მიწვევას საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ვერ მიიღებდა მაშინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად მის ხელთ არსებულ კონსტიტუციურ უფლებებს არ იყენებს.

"მე არ დაგიმალავთ, რომ როდესაც მივიღე მოსაწვევი ქალბატონი ზურაბიშვილის, დავფიქრდი, რომ რა კარგი იქნებოდა, რომ ჩვენ სწორედ ისეთ პოლიტიკურ სისტემაში ვცხოვრობდეთ, სადაც პოლიტიკოსს, მიუხედავად იმისა, თუ რომელ პარტიას წარმოადგენს, ოპოზიციურს თუ ხელისუფლებაში მყოფს, დაფიქრება არ სჭირდება, რომ პრეზიდენტის მიწვევა დამოუკიდებლობის და სახელმწიფოებრიობის აღდგენიდან 30 წლის თავზე დაუფიქრებლად უნდა მიიღო.

კიდევ ერთხელ დავფიქრდი, რაოდენ ტრაგიკულია, გარკვეულწილად, რომ ჩვენ ამ გარემოში აღმოვჩნდით, როდესაც, მიუხედავად იმისა, რომ ეს მიწვევა მე მივიღე, მე ვერც მორალურად და ვერც პოლიტიკურად ვერ მივიღებდი ამ მიწვევას იმიტომ, რომ მაქვს განცდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ აკეთებს იმას, რაც მას შეუძლია და ხელეწიფება ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად იმისთვის, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს მართლაც და ჩვენ წინ წავიდეთ შეთანხმების გზაზე და ამ ვითარებაში მე მართლა მინდა, გულის დაწყვეტით აღვნიშნო, რომ ვერ მივიღებდი ამ მოწვევას," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

 

დღის ამბები