28 ნოემბერი 2024,   18:45
ვრცლად
ხანძარი წყალტუბოში - არსებული ინფორმაციით, დაუდგენელმა პირებმა ძმების მკვლელობის გამო დაკავებულის სახლის გადაწვა სცადეს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონში ხანძარი იყო.  სავარაუდოდ, სახლს ცეცხლი შურისძიების მიზნით წაუკიდეს.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ოთხი დღის წინ მომხდარ მკვლელობას უკავშირდება და დაუდგენელმა   პირმა ძმების მკვლელობის გამო დაკავებული პირის სახლის გადაწვა სცადეს.

წინასწარი ინფორმაციით, დროულად მოხდა ცეცხლის ჩაქრობა. 

ადგილზე მეხანზრე- მაშველები მუშაობენ.

დღის ამბები