28 ნოემბერი 2024,   18:33
ვრცლად
რატომ შეირჩა ჟერარ დეპარდიე მერაბ კოკოჩაშვილის ახალი ფილმისთვის - რეჟისორს განმარტების გაკეთება მოუწია​

მსახიობი ჟერარ დეპარდიე, შესაძლოა, მერაბ კოკოჩაშვილის ახალ ფილმში ვიხილოთ. საუბარია რეჟისორის ბოლო სურათზე, რომელზეც ამჟამად მუშაობს და ფილმის დიდი ნაწილი უკვე გადაღებულია. ჟერარ დეპარდიესთან მოლაპარაკებებს ფილმის პროდიუსერი ხათუნა ხუნდაძე აწარმოებს.

დეპარდიეს გარდა, საუბარია ესპანელ მსახიობ როზი დე პალმაზე. დღეს ფილმის ავტორსაც და პროდიუსერსაც მოუწიათ კომენტარი გაეკეთებინათ, თუ როგორ და რატომ შეირჩა ეს კონკრეტული მსახიობი, რომელსაც აქვს რუსეთის და საფრანგეთის ორმაგი მოქალაქეობა, ერთ დროს იყო მჭიდრო კავშირში ვლადიმერ პუტინთან, 2013 წელს იმყოფებოდა აფხაზეთში და აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა. ამ ფილმში კი მას საქართველოზე შეყვარებული გერმანელი მწერლის როლი ერგო.

დღის ამბები