28 ნოემბერი 2024,   18:45
ვრცლად
აცრილი ექთნის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ მედიკოსებს 2-დან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრებათ​

საგანგაშო პრეცედენტი - ექიმების ცრუ ჩვენება და დაგვიანებული აღიარება, აცრილი ექთნის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ მედიკოსებს ახლა 2-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

თითოეულ მათგანს დღეს სასამართლომ 3-ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. მეგი ბაქრაძის საქმეზე ცრუ ჩვენებაში ბრალდებული თეა გზირიშვილის გარდა, მოსამართლემ 3-ათას ლარიანი გირაო შეუფარდა 2 ექიმსაც, ბექა ლიპარტელიანს და ვიოლეტა ინასარიძეს.

მოსამართლე ნატო ხაჩიძემ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა - სახელმწიფო ბრალდება გირაოს სახით 5 ათას ლარს ითხოვდა. პროცესს არც ბრალდების მხარე და არც ბრალდებულები არ ესწრებოდნენ, სხდომა დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.

დღის ამბები