28 ნოემბერი 2024,   18:46
ვრცლად
ოპოზიციის პრიმიტიული თამაშია, რომ მელია უნდა იჯდეს ციხეში და ამათ ეძახონ პოლიტპატიმარი - გია ვოლსკი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას ციხეში ჯდომა ოპოზიციას აწყობს.

მისი შეფასებით, ეს პრიმიტიული თამაშია, რომელიც ნიკა მელიას პოლიტპატიმრად შერაცხვას ემსახურება. 

"ნიკა მელიას ეხვეწება პროკურორი, რომ გადაიხადე და ადვოკატები ამბობენ, რომ არავითარ შემთხვევაში გადახდა არ შეიძლება და ის უნდა ჩაჯდეს ციხეში. ხალხი, თქვენ გგონიათ, ვერ ატყობს, საითკენ მიდის საქმე? რომ მელია უნდა იჯდეს ციხეში და ამათმა უნდა ეძახონ პოლიტპატიმარი - ეს არის ძალიან პრიმიტიული თამაში,"-აცხადებს ვოლსკი "დღის კურიერში".

დღის ამბები