28 ნოემბერი 2024,   18:43
ვრცლად
ქართველი "კანონიერი ქურდი" ერევანში ფაშინიანის მხარდასაჭერად ჩავიდა - აზერბაიჯანული მედია

გავლენიანი ქართველი „კანონიერი ქურდი“ ბადრი კოღუაშვილი, რომელიც კრიმინალურ წრეებში ბადრი "ქუთაისკის“ სახელით არის ცნობილი, სომხეთში იმყოფება. ამის შესახებ  TG-არხ "მედიაპორტზე“ დაყრდნობით აზერბაიჯანული პრესა იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, ქართველ "ავტორიტეტს“ სომხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი ალენ სიმონიანი და მმართველი ფრაქცია „ჩემი ნაბიჯის“ დეპუტატი ჰაიკ სარგსიანი შეხვდნენ.

პრესა წერს, რომ სომხეთის ხელისუფლებამ "კანონიერი ქურდი“ არჩევნების წინ საგანგებოდ მიიწვია, რათა კოღუაშვილმა ადგილობრივი კრიმინალური "ავტორიტეტები“ ნიკოლ ფაშინიანის მხარდაჭერაში და მის სასარგებლოდ ხმების მობილიზებაში დაარწმუნოს.

ამავე წყაროს ცნობით, ქართველი "კანონიერი ქურდი“ ერევნის ქუჩებში საკუთარი დაცვით გადაადგილდება.

დღის ამბები