28 ნოემბერი 2024,   18:32
ვრცლად
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არ დავუშვათ მესამე ტალღა და თავი ავარიდოთ მკაცრ შემზღუდავ ღონისძიებებს - პრემიერი  

ეპიდვითარება მძიმდება, დაწესებული რეგულაციების კონტროლი კი მკაცრდება - ქვეყნის მასშტაბით ობიექტების გაქირავება იზღუდება. პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მას შემდეგ რაც მას კორონავირუსი დაუდასტურდა, პირველი ონლაინ მიმართვა გაავრცელა.

ირაკლი ღარიბაშვილს შეზღუდვებზე არ უსაუბრია, თუმცა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს დაიცვან ის რეგულაციები რომელიც დაწესებულია, მათ შორის ხაზი გაუსვა პირბადის ტარების აუცილებლობას, ასევე ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის არიდებას.

"მე მინდა შევეხო ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, რომელიც სამწუხაროდ მძიმდება მთელს მსოფლიოში და მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც. შემთხვევების მატება, რაც ბოლო დღეებში აშკარაა, რა თქმა უნდა, მეტ ყურადღებას და მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს. ჩვენ რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არ დავუშვათ მესამე ტალღა და თავი ავარიდოთ მკაცრ შემზღუდავ ღონისძიებებს. ამის ერთადერთი მექანიზმი რა თქმა უნდა, არის რეგულაციების დაცვა - პირბადის სწორად ტარება, ყველა ტიპის ხალხმრავალი შეკრებისგან, მათ შორის სოციალური ღონისძიებების ორგანიზებისგან თავის შეკავება. ეს ის ელემენტარული დათმობებია, რომელზეც ჩვენი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გამო უნდა წავიდეთ მანამ ვიდრე ვაქცინაცია დაგვიცავს,“ - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

 

დღის ამბები