28 ნოემბერი 2024,   18:32
ვრცლად
ჟერარ დეპარდიე მერაბ კოკოჩაშვილის ფილმში ითამაშებს

Terzo Mondo - ქართველი რეჟისორის ფილმში მონაწილეობას ჟერარ დეპარდიე და როსი დე პალმა მიიღებენ. მსოფლიო დონის ვარსკვლავებმა ფილმში მონაწილეობას უკვე დათანხმდნენ.

რე­ჟი­სო­რ მე­რაბ კო­კო­ჩაშ­ვი­ლის ფილმის უდიდესი ნაწილი უკვე გადაღებულია. დარჩენილია ის ეპიზოდები, რომლებიც უცხოეთში უნდა გადაიღონ. გადაღებები რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობს.

"ტერცო მონდოს" საფუძვლად უდევს ამავე სახელწოდების აკა მორჩილაძის მოთხრობა. ფილმში მთავარ როლებს ლე­ვან წუ­ლა­ძე, დუტა სხირტლა­ძე და ქეთა შა­თი­რიშ­ვი­ლი ასრულებენ.

"დაახლოებით, 20 წელია, აკა მორჩილაძემ ეს მოთხრობა დაწერა. დაახლოებით 10 წლის წინ მე უკვე მინდოდა მოთხრობის გადაღება, გარკვეული ინტერპრეტაციით, ისე, როგორც მე წარმოვიდგენდი ამას.

პირველ ორ შეტანაზე არ მიიღეს ჩვენი სცენარი. მესამედ მიიღეს. ჩემი აზრით, ეს ერთ-ერთი უმთავრესი ამბავია, რაც სჭირს საქართველოს," - განაცხადა ფილმის რეჟისორმა მერაბ კოკოჩაშვილმა.

როგორც ფილმის პროდიუსერი ხა­თუ­ნა ხუნ­და­ძე კი­ნო­ცენ­ტრის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვი­დეოში სა­უბ­რობს, ფილ­მი სამი მე­გობ­რის შე­სა­ხებ მოგ­ვი­თხრობს.

"ეს გახლავთ ამბავი სამი მეგობრის, მათი სიყვარულის, მათი დაპირისპირების და ეს ყველაფერი ხდება, ნაწილობრივ, პოლიტიკურ და რა თქმა უნდა, სიყვარულის ნიადაგზე," - აცხადებს კინოცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ფილმის პროდიუსერი ხათუნა ხუნდაძე.

დღის ამბები