28 ნოემბერი 2024,   18:52
ვრცლად
პროკურატურის ცნობით, აფგან მუხთარლიმ უწყების მიერ შეთავაზებულ თარჯიმნებზე უარი განაცხადა

პროკურატურა ჟურნალისტ აფგან მუხთარლის გამოკითხვის შესახებ განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, ჟურნალისტმა კონტრაქტორი სათარჯიმნო ბიუროდან მოწვეულ ორ თარჯიმანზე განაცხადა, რომ ისინი ვერ უზრუნველყოფდნენ მისთვის გასაგებ ენაზე თარგმანს.

მათივე ცნობით, სავარაუდოდ, ჟურნალისტის გამოკითხვა გაგრძელდება ხვალ, 9 აპრილს.

"მიმდინარე წლის 7 აპრილს, გენერალური პროკურატურის მიერ გამოკითხვაზე დაბარებული იქნა ჟურნალისტი აფგან მუხთარლი. მეორე დღეს, 12:00 საათზე მოწმე გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში, მის დამცველ ადვოკატთან ერთად. გამოკითხვის დაწყებამდე, მუხთარლი გაესაუბრა საგამოძიებო ორგანოს მიერ კონტრაქტორი სათარჯიმნო ბიუროდან მოწვეულ აზერბაიჯანული ენის თარჯიმანს, რის შემდეგაც განმარტა, რომ ხსენებული თარჯიმანი ვერ უზრუნველყოფდა მისთვის გასაგებ ენაზე თარგმანს.

საგამოძიებო უწყების მიერ, გონივრულ დროში, მოწვეული იქნა ასევე კონტრაქტორი სათარჯიმნო ბიუროდან ახალი თარჯიმანი, რომლის მონაწილეობითაც დაიწყო აფგან მუხთარლის გამოკითხვა. დაახლოებით 3-საათიანი გამოკითხვის შემდეგ, ა. მუხთარლიმ განაცხადა, რომ მოწვეული, რიგით მეორე თარჯიმანი, კვლავ ვერ უზრუნველყოფდა სათანადო თარგმნას მისთვის გასაგებ ენაზე. საგამოძიებო ორგანოს მიერ, ა.მუხთარლის კვლავ შეეთავაზა, რომ გამოცხადდებოდა შესვენება და მოწვეული იქნებოდა ახალი თარჯიმანი, რაზეც ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა და დატოვა საგამოძიებო უწყება. ა.მუხთარლისთან შეთანხმებით, სავარაუდოდ, მისი გამოკითხვა გაგრძელდება მიმდინარე წლის 9 აპრილს,"-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 

დღის ამბები