28 ნოემბერი 2024,   18:52
ვრცლად
"ვიოლეტა შეშინებული იყო, მერე თვითონ მიმართა გამოძიებას. ვერ ითმენდა წავიდა და უთხრა" - მეგი ბაქრაძის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი

საქალაქო სასამართლოში მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებული მედიკოსების სასამართლო პროცესი დასრულდა. 

პროკურატურამ აღმკვეთ ღონისძიებად გირაოს სახით 5000-5000 ლარი მოითხოვა, თუმცა საბოლოოდ, ადვოკატების შუამდგომლობით, ეს თანხა 3000 ლარით განისაზღვრა.

პროცესზე არცერთ ბრალდებულს საკუთარი სიტყვით არ უსარგებლია. მათ ნაცვლად ადვოკატები საუბრობდნენ და მათ თქვეს, რომ ბრალდებულებმა ჩვენებები ნაწილობრივ შეცვალეს, მაგრამ ამ ყველაფერს საქმის მიმდინარეობაზე არანაირი გავლენა არ ექნებოდა. 

პროკურატურის მტკიცებით კი ის ინფორმაცია, რასაც მათ სამივე ბრალდებული აძლევდა, მნიშვნელოვანი იყო. 

თეა გზირიშვილისა და ვიოლეტა ინასარიძის ადვოკატი აცხადებს, რომ ადრენალინი გაუკეთა არა იმ ექიმმა, რომელიც ამბობდა, რომ მან გააკეთა, არამედ - ბექა ლიპარტელიანმა. მისივე თქმით, ვიოლეტას ტყუილი სწორედ ეს იყო. 

"აქ დაძაბული სიტუაცია იყო, დამტვრეული იყო ყველაფერი, ხალხის ცემა და ა.შ. ვიოლეტა შეშინებული იყო, მერე თვითონ მიმართა გამოძიებას შინაგანად ვერ ითმენდა, წავიდა და უთხრა,"- აცხადებს თეა გზირიშვილისა და ვიოლეტა ინასარიძის ადვოკატი შალვა გოგოლაძე.

გარდაცვლილი ექთნის ადვოკატებმა საგამოძიებო უწყებას მიმართეს და მოითხოვეს, რომ საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდეს. გარდა ამისა, ისინი მოითხოვენ, რომ 18 მარტის ამსახველი ვიდეოკადრები ამოიღონ.

"იმისათვის, რომ სიმართლე გავიგოთ, გვჭირდება ბევრად მეტი ფაქტის იდენტიფიცირება, მთლიანად, 18 რიცხვის მოვლენებთან დაკავშირებით. 

ასევე, გვქონდა კითხვები გამოძიებასთან, ფლაკონთან დაკავშირებით, ჩადებულია თუ არა ის საქმეში, თუმცა ფლაკონი ისევ არ არის საქმეში. ასევე, საქმეში არ არის ვიდეოჩანაწერები. შევთანხმდით იმაზე, რომ როგორც კი ვიდეოჩანაწერები და ფლაკონი გვექნება, უნდა ჩატარდეს საგამოძიებო ექსპერიმენტი და ამის ფარგლებში უნდა მოხდეს მთლიანად 18 რიცხვის სიმულაცია," - აცხადებს მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი ვახტანგ ბარამაშვილი.

დღის ამბები