28 ნოემბერი 2024,   18:38
ვრცლად
3 წელი საქართველოდან გატაცებისა და პატიმრობის შემდეგ - რატომ დაბრუნდა საქართველოში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 

აფგან მუხთარლი საქართველოშია. 2017 წელს თბილისის ცენტრიდან გატაცებულ და აზერბაიჯანში ხელისუფლების დაუმორჩილებლობისათვის გასამართლებულ ჟურნალისტს ხვალ პროკურატურაში გამოკითხავენ.

მუხთარლის თქმით, ის საგამოძიებო უწყებისთვის იმ ადამიანების ვინაობის გამხელას გეგმავს, ვინც აზერბაიჯანული მხრიდან მისი გატაცების ოპერაცია დაგეგმა.

საქართველოში ჟურნალისტის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია "უფლებები საქართველო" იცავს. ადვოკატის თქმით, აფგან მუხთარლი მზადაა, საგამოძიებო უწყებას საქმის გასახსნელად ყველა საჭირო ინფორმაცია მიაწოდოს.

დღის ამბები