28 ნოემბერი 2024,   18:34
ვრცლად
ვერ ვხედავთ, რომ განსაკუთრებით მმართველი პარტია და ასევე ოპოზიცია სერიოზულად უდგება პირობას 2024-ში შეიტანოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე - კუბილიუსი

ევროპარლამენტის დეპუტატი ლიეტუვიდან ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, დღეს მმართველი გუნდის სურვილია 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გააკეთოს, თუმცა მისივე თქმით, ევროკავშირი ვერ ხედავს, რომ განსაკუთრებით მმართველი პარტია, ასევე ოპოზიცია სერიოზულად უდგება პირობას 2024-ში განაცხადის შეტანის საკითხზე, ევროკავშირში გაწევრიანებაზე

ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს რეცეპტს სთავაზობს, თუ რა უნდა გააკეთონ პოლიტიკურმა ძალებმა იმისათვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს:  

"მმართველი გუნდის სურვილი 2024-ში შეიტანოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, ამ ვითარებაში შესაძლოა გახდეს ერთგვარი ლაკმუსის ტესტი, როგორც მმართველი პარტიისთვის ასევე ოპოზიციისთვის. თუ ამ საკითხს რეალურად განიხილავთ, მხარეებს შორის ძირითადი შეთანხმების თემა უნდა იყოს, თუ როგორ უნდა დავძლიოთ ეს კრიზისი და როგორ გააკეთოთ ყველაფერი და იმაზე მეტიც კი, რაც შეიძლება საჭირო იყოს 2024-ისთვის, რომ აჩვენოთ როგორი წარმატებული ქვეყანაა საქართველო, მოწიფული დემოკრატიის მქონე, პოლიტიზებული სასამართლო სისტემის გარეშე, იმ ძირითადი პრობლემების გარეშე, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ და რაც აყენებს საქართველოს საკმაოდ დიდ ზიანს

ასე რომ, აი ამას ველოდებით ჩვენ. ამ კონკრეტულ მომენტში კი, ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ, განსაკუთრებით მმართველი პარტია, ასევე ოპოზიცია სერიოზულად უდგება პირობას 2024-ში შეიტანოს განაცხადი წევრობაზე. თუ ასე გაგრძელდება, ეს დიდ ზიანს მიაყენებს არა მმართველ პარტიას ან ოპოზიციას, არამედ ეს ზიანს მიაყენებს საქართველოს. ჩემი რეცეპტი საკმაოდ მარტივია: აიღეთ ვთქვათ ერთი წელი რათა მაგიდაზე დადოთ წევრობაზე განაცხადის შეტანა და გააკეთეთ საქმე. დაიწყეთ საქმის კეთება ახლავე. როგორც უკვე ვთქვი ეს არის ლაკმუსის ტესტი, თქვენ უბრალოდ აცხადებთ ამას თუ გაქვთ სურვილი რეალურად იმუშაოთ ამ საკითხზე და შეასრულოთ ის სამუშაო, რაც ამ პროცესისთვის არის საჭირო. თუ გადავხედავთ ბალტიის ქვეყნების, ჩვენს გამოცდილებას, ჩვენ დაგვეხმარა ის, რომ ჩვენი მიზანი იყო ევროინტეგრაცია. სწორედ ეს არის ჩემი რჩევა ქართული პოლიტიკური აქტორების მიმართ, იყავით სერიოზული თქვენი მიზნების მიმართ, 2024-ში ევროინტეგრაციის მიმართ და ეს გახდება თქვენი ბაზა იმისა თუ როგორ მიაღწიოთ მიზანს. გთხოვთ ასევე გახსოვდეთ, რომ თქვენს პოლიტიკურ ძალებს უკან, არის საზოგადოებაც,"- აცხადებს ევროპარლამენტის დეპუტატი ლიეტუვიდან ანდრიუს კუბილიუსი.

დღის ამბები