28 ნოემბერი 2024,   18:50
ვრცლად
საქართველო ან გადაწყვეტს პოლიტიკურ კრიზისს ევროკავშირის ჩართულობით, ან გადაიხდის რაიმე ფასს - ანდრიუს კუბილიუსი

ევროპარლამენტის დეპუტატი ლიეტუვიდან ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს ულტიმატუმს უყენებს. 

"საქართველო ან გადაწყვეტს პოლიტიკურ კრიზისს ევროკავშირის ჩართულობით, ან გადაიხდის რაიმე ფასს,"- ამბობს კუბილიუსი და იმასაც აღნიშნავს, რომ შიდა პოლიტიკური კრიზის დროს ევროკავშირი ასეთი მაღალი დონით ჩართულობა არასოდეს ყოფილა, როგორც ეს საქართველოს შემთხვევაში ხდება. 

"ის რაც ჩვენს ყველას გვაერთიანებს საქართველოს სიყვარულია. ამის გამო ვდარდობთ შექმნილ ვითარებაზე. ამიტომაც ვცდილობთ დახმარებას, ზოგჯერ გვიწევს კრიტიკული მოსაზრებების გამოხატვა, შესაძლოა საქართველოსთვის მტკივნეული განცხადებების გაკეთებაც.

რატომ მივედით ამ განცხადებამდე - ევროკავშირის ჩართულობა ამ პროცესში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის და მისი პირადი წარმომადგენელის კრისტიან დანიელსონის ჩართულობა არის უმაღლესი დონის, რაც ევროკავშირს შეუძლია შესთავაზოს საქართველოს ასეთი კრიზის დროს. არ მახსენდება სხვა რომელიმე სიტუაცია, როდესაც შიდა პოლიტიკური კრიზის დროს ევროკავშირი ასეთი მაღალი დონით იყო წარმოდგენილი.

ჩემი აზრით, პრობლემა არის საქართველოს შიგნით, ასე ვხედავ მე, პოლიტიკური პარტიები განიცდიან ერთგვარ შიდა კრიზისს, პოლიტიკური ლიდერშიფის კრიზისს ორივე პოლიტიკურ მხარეზე. ვისაუბრებ ღიად: თქვენ იცით როგორი სიტუაციაა, არსებული ფორმალური ლიდერების გარდა არიან არაფორმალური ლიდერები. ეს შესაძლოა უფრო ართულებს ვითარებას, რომ პოლიტიკურმა მხარეებმა მიაღწიონ რამე სახის კომპრომისს. ამ ფაქტორიდან გამომდინარე, ასევე ვხედავ ერთგვარ გაუგებრობას, ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა. ევროკავშირი აჩვენებს უმაღლეს დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ. საქართველოს ევროკავშირი განსაკუთრებულ ქეისად განიხილავს. ქვეყნის პოლიტიკურმა აქტორებმა კი გადაწყვიტეს, რომ ეს სიტუაცია შეუძლიათ გამოიყენონ თავისი ბენეფიტებისთვის, არა საქართველოს, არამედ პოლიტიკური პარტიების ბენეფიტებისთვის.

სწორედ ამის გათვალისწინებით საჭირო იყო საკმაოდ მკაფიო გზავნილის გაკეთება ჩვენი მხრიდან. ასე გაგრძელება არ შეიძლება: ან საქართველო გადაწყვეტს პოლიტიკურ კრიზისს ევროკავშირის ჩართულობით და დახმარებით, ელჩი დანიელსონის შეთავაზებით, ან საქართველო გადაიხდის რაიმე ფასს იმის გამო, რომ პოლიტიკურ პარტიებს არ შეუძლიათ პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა. აქ არაფერი ახალი არაა, პირობითობა არ არის რამე ახალი კონცეფცია. თუ არ ვცდები და სწორედ მახსოვს, მსგავს სიტუაციაში იყო მოლდოვა და ეს ერთგვარად დაეხმარა მოლდოვას გარკვეული საკითხების მოგვარებაში. ასე რომ, პირობითობა არაფერი სიახლე არაა, მეტი მეტისთვის და ნაკლები ნაკლებისთვის - ეს არის პრინციპი, რაზეც მუდმივად ვსაუბრობთ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტის ფარგლებში. ეს ნიშნავს, რომ თუ ქვეყანა აკეთებს მეტს, უნდა ელოდოს მეტს, ხოლო თუ ქვეყანა ჩააგდებს განსაკუთრებით დემოკრატიის მთავარ პრინციპებს: კანონის უზენაესობა, სასამართლოს არაპოლიტიზება, ადამიანის უფლებების დაცვა, ეს ქვეყანა მიიღებს შესაბამის შედეგს. სწორედ ამას ვამბობთ და საქართველოს არ უნდა გაუკვირდეს, თუ სიტუაცია ამ მიმართულებით განვითარდება,"- აცხადებს ევროპარლამენტის დეპუტატი ლიეტუვიდან ანდრიუს კუბილიუსი.

დღის ამბები