28 ნოემბერი 2024,   18:42
ვრცლად
კორონავირუსის 28 წლის მსხვერპლი - ბათუმში ინფექციით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

ბათუმში კორონავირუსით 28 წლის ქალი გარდაიცვალა - ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ადასტურებს.

ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტმა სამედიცინო დაწესებულებას დროულად არ მიმართა, სწორედ ამან განაპირობა მისი მდგომარეობის დამძიმება.

გარდაცვლილი ქალი ოზურგეთში ცხოვრობდა, გავრცელებული ინფორმაციით, ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 3 დღის წინ შეიყვანეს.

დღის ამბები